მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ობიექტური რეალობაა“ - დავით მირცხულავა

დავით მირცხულავა

მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელი 3 წელია უცვლელია ჯერ უცნობია, თუმცა ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ დღეს ბაზარზე ელექტროენერგიის გაძვირების ყველანაირი წინაპირობა არსებობს. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ტარიფის ზრდის მთავარ მიზეზი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაა. მისი თქმით, სექტორი მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებას საჭიროებს, რაც ტარიფში უნდა აისახოს.

“საქართველოში ინფრასტრუქტურას ნამდვილად ესაჭიროება განახლება, რეაბილიტაცია, ახალი ქსელების მშენებლობა. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ტარიფი შესაბამისად უნდა გაიზარდოს, იმიტომ, რომ უამრავ კვანძში დღესაც არის პრობლემა, 40-50 წლის ტრანსფორმატორების პრობლემაა, რომელიც გასაახლებელია.

აქედან გამომდინარე, მესმის, რომ ეს საკმაოდ მძიმეა, მაგრამ უზარმაზარი კაპიტალ დაბანდებებია დარგში საჭირო. აქედან გამომდინარე, ეს თანხა ყველამ უნდა გადაიხადოს და არ არის ეს სასიამოვნო, მაგრამ ტარიფის გაზრდა,ეს ობიექტური რეალობაა და ტარიფი ალბათ გაიზრდება.”-ამბობს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა.

ცნობისთვის, სემეკი დროებით დადგენილი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას მარტის ბოლოს მიიღებს. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული პარამეტრების დაზუსტება მიმდინარეობს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე აისახება.

მარეგულირებელ კომისიას ტარიფი 2026 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა. დავით ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა, რომ ელექტროენერგია გაძვირდებოდა, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებით ხსნიდა. მოგვიანებით კი კომისიამ მოქმედი ტარიფების 3 თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლო სემეკმა 2023 წელს გადახედა. მაშინ არსებული ტარიფი როგორც ბიზნესისთვის ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 3 თეთრით შემცირდა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები