2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის 86 მილიონ 900 ათას ლარს ითვალისწინებს.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აღნიშნული თანხიდან 60 მილიონი ლარი რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მაღალი და საშუალო ძაბვის ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. ესენია: წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის, ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანურის, ჯვარი-წყალტუბოს, კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ხელედულა-ონისა და გურიის ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-გაძლიერების პროექტები. გარდა ამისა, დაგეგმილია ახალციხე-ბათუმის, ქსანი-სტეფანწმინდისა და ჯვარი-ხორგას ხაზების მშენებლობა, რისთვისაც მომავალ წელს საერთო ჯამში, 26 მილიონ 900 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება.