ელექტრომობილების იმპორტიორ კომპანია "სოლარ ავტოსა" და დაცვის კომპანია "ალგანს" შორის პარტნიორობა შედგა. 2023 წლის განმავლობაში ალგანმა 12 ელექტრომობილი შემატა თავის ავტოპარკს. გარდა ამისა, კომპანიამ სოლარ ავტოს დახმარებით შეიძინა და დაამონტაჟა ინდივიდუალური დამტენები ყველა ავტომობილისთვის.