მთავრობა ელექტრომობილების ქარხნის პროექტს 7 წლის შემდეგ უბრუნდება- ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ხელშეკრულება სააგენტომ შპს „ბიდიო კონსალტინგთან“ გააფორმა. რატომ ვერ განხორციელდა ჯერ კიდევ 7 წლის წინ დიდი ზარზეიმით დაანონსებული პროექტი ქუთაისში, რომელიც კომპანია ჩანგანთან პარტნიორობით უნდა განხორციელებულიყო და დღეს რა პერსპექტივა აქვს პროექტს?


































