მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილებზე მოთხოვნა ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც გვეგონა - Ford

F-150 Lightning

ამერიკულ Ford-ში აღიარებენ, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა იმდენად დიდი არ აღმოჩნდა, როგორსაც მას კომპანიაში და ზოგადად ინდუსტრიაში პროგნოზირებდნენ, რის გამოც, ერთ-ერთი უძველესი ავტომწარმოებელი ელექტრომობილების გამოშვების მაჩვენებელს ამცირებს. ამ შემთხვევაში, საუბარია Ford-ის შტატ მიჩიგანის ქალაქ მარშალში ასაშენებელ ქარხანაზე, რომლის მშენებლობა რამდენიმე თვის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი ქარხნის მშენებლობას გააგრძელებს, მაგრამ 400 ათასი ელექტრომობილისთვის საჭირო ელექტრობატარეების ნაცვლად, ქარხნის წარმადობა 230 ათასამდე შემცირდება. გამომუშავებასთან ერთად, Ford-ი თანამშრომელთა რიცხვსაც ამცირებს და 2500 ადამიანის ნაცვლად, ქარხანაში 1700 ადამიანს დაასაქმებს.

ამერიკული გიგანტის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები მოულოდნელი არ არის, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები Ford-მა მანამდეც მიიღო. თავის დროზე, Ford-ი ელექტრომობილების ხაზის განვითარების მიმართულებით $12 მილიარდის ინვესტირებას გეგმავდა და სურდა, 2026 წლისთვის, ყოველწლიურად ორი მილიონი ელექტრომობილი ეწარმოებინა, მაგრამ ორივე ეს გეგმა, ამ დროისთვის, აქტიური აღარ არის. ყველაფერი ეს კი, ნათლად აისახება Ford-ის საკულტო ავტომობილის ელექტროვერსიის, F-150 Lightning-ის გაყიდვების მაჩვენებელზე, რომელმაც 2023 წლის მე-3 კვარტალში 46%-ით იკლო.

შეგახსენებთ, რომ Ford Motor Company-ი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ავტომწარმოებელია მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $41 მილიარდს აღემატება. დღეს, კომპანიის აქციები ათ დოლარად ივაჭრება, რაც 12.8%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები