მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილის "ქარი ამის" ტარება მხოლოდ 23 წლის ასაკიდან არის დაშვებული

625ee187526b6
მარიამ ადამია
19.04.22 21:41
3295
თბილისის ქუჩებში სულ ცოტა ხნის წინ ახალი ეკომეგობრული ტრანსპორტი - "ქარი ამი" გამოჩნდა. ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში გაშვებული რვა ელექტრომობილი, მომხმარებელს უსაფრთხო მგზავრობის საშუალებას აძლევს, ამავე დროს კი განსაკუთრებულია იმითაც, რომ სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მსგავსად, გარემოსა და ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედება არ ახასიათებს. როგორც კომპანია “ქარის” დამფუძნებელმა, დანიელ დოინიცინმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა, Citroen-ის მარკის ავტომობილი Ami, კომპაქტური და მიკრო ზომის ელექტრომანქანა, რომელიც თბილისის ტიპის ქალაქზეა გათვლილი, სადაც პარკირების პრობლემა მუდმივად დღის წესრიგშია. ის 45 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ვერ ავითარებს და სრული დამუხტვის შემთხვევაში, 75 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

“მომხმარებელი, ისევე როგორც “ქარის” ელექტროსკუტერის დაქირავების შემთხვევაში ხდება, ავტომობილსაც Qari Electric-ის აპლიკაციის დახმარებით ჯავშნის და თავად ავტომობილში მას მოხმარების ინსტრუქცია და გასაღები ხვდება. მის სამართავად ასევე საჭიროა B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობა,” - ამბობს დოინიცინი.

მისივე თქმით, პირველი რაც სატესტო რეჟიმში, რვა ავტომობილის ჩაშვების შემდეგ გამოიკვეთა და შეიცვალა, ეს ასაკობრივი ზღვარია, რომელიც 18 წლიდან 23 წლამდე ასწიეს.

“მომხმარებელს აპლიკაციაში აქვთ საშუალება, რომ ავტომობილი დაზღვევით დაჯავშნოს, გარდა ამისა, სრულად ავტოპარკი დაზღვეულია და ყოველი ინციდენტი, თუ საავტომობილო შემთხვევა, კომპანიის მიერ, ინდივიდუალურად იქნება განხილული", - ამბობს “ქარის” დამფუძნებელი.

პარალელურად, კომპანია ბიზნეს ანგარიშების შექმნის მიმართულებითაც მუშაობს, რის შედეგადაც საქართველოში კომპანიებს საშუალება მიეცემათ, რომ მათმა თანამშრომლებმა მწვანე, ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები