კომპანია E-Space, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების ქსელს ქმნის, 2017 წლის განმავლობაში ელექტრომობილების დანტენების მიერ მოხმარებული კილოვატებისა და ქსელებში განხორციელებული დატენვების სტატისტიკას აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, E-Space-ის ქსელში ჩართული დამტენების რაოდენობამ 40-ს უკვე მიაღწია. კომპანია აცხადებს, რომ შედეგად 41 ტონაზე მეტი Co2 არ გავრცელდა ატმოსფეროში 2017 წელს.
ელექტრომობილების დამტენების მიერ გასულ წელს მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 49 481 კვტ შეადგინა. ქსელის დამტენებში განხორციელებული ტრანზაქციების (დატენვების) რაოდენობამ კი 6 175.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაცია იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს საქართველოში 809 ელექტრომობილი შემოიყვანეს.
Bloomberg New Energy Finance ვარაუდობს, რომ 2018 წელს ელქტრომობილების და ჰიბრიდული მანქანების გაყიდვები 1 მილიონ ერთეულს გადააჭარბებს, რაც დამტენების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ბატარეის წარმოების ტექნოლოგიის განვითარების და სხვადსხვა ქვეყნების სამთავრობო ინიციატივების შედეგია. 2010 წლიდან ბატარეის ფასი თითქმის 80%-ით დაეცა და ეს ტენდენცია 2026 წლამდე გაგრძელდება, რაც ელექტრომობილის ფასს, საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, უფრო კონკურენტულს გახდის.

























