მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონულ კომუნიკაციებში შემოსავლის 82%-ზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

5b111a29a9bef
თამუნა დემეტრაშვილი
01.06.18 14:22
702
ელექტრონული კომუნიკაციების დარგში მთლიანი შემოსავლის 82,3% 4 კომპანიაზე მოდის, 214 კომპანიაზე - 0,7%. მონაცემებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, საკუთარ ანგარიშში აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ისინი ე.წ. A კატეგორიის კომპანიებია, რომელთა წლიური შემოსავალიც 100 მილიონს აჭარბებს. სულ ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით 329 კომპანიაა დარეგისტრირებული, საიდანაც 214 ე.წ. E კატეგორიისაა, 100 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლით, მათზე კი სექტორის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 0,7% მოდის. B კატეგორიის კომპანიებზე, რომელთა შემოსავალიც 10-დან 100 მილიონამდეა. შემოსავლის 5,4% მოდის, C კატეგორიის კომპანიებზე კი 2,6%. კონკრეტული კომპანიები კომისიის ანგარიშში დასახელებულნი არ არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები