ახალი რეგულაციის მიხედვით, კომპანია FINA-მ უზრუნველყო აფთიაქის პროგრამის ინტეგრაცია ელექტრონულ სისტემასთან. აღნიშნული ბრძანება 2023 წლის 15 მარტიდან ავალდებულებს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული პირებს, დაიცვან ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდების წესი და რეალურ დროში ასახონ სასაქონლო ბრუნვა სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.
FINA აფთიაქი წარმოადგენს როგორც მცირე, ასევე ქსელური აფთიაქებისთვის განკუთვნილ გაყიდვების და მარაგების აღრიცხვის პროგრამას, საიდანაც რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია რეალურ დროში, მარტივად მოხდეს ყველა სახის სასაქონლო ოპერაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში.
FINA აფთიაქი მოიცავს, მოლარისთვის განკუთვნილ გაყიდვების (POS) მოდულს და მენეჯერის სივრცეს სადაც შესაძლებელია შესყიდვების, საწყობის და ფინანსების მართვა. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ისეთი სპეციფიკური საკითხები, როგორიცაა მედიკამენტის სერია და ვადა, შემცვლელებისა და ჯენერიკების აღრიცხვა და სხვადასხვა ცალობრივ ერთეულებში გაყიდვები.
კომპანია FINA უკვე 12 წელზე მეტია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. 5000-ზე მეტი ორგანიზაცია იყენებს FINA-ს სხვადასხვა მიმართულების პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორიცაა ვაჭრობის, საწყობის, საბუღალტრო, სასტუმროს, დისტრიბუციის და კაფე-რესტორნის პროგრამები.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის საიტზე: https://fina.ge/
ან დაგვიკავშირდით: (+995 32) 219-70-00
(რ)

























