ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ ხვალიდან დაიწყება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
პროექტის ფარგლებში, 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე, ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, მონაწილეობას მიიღებენ კენჭისყრის იმიტაციაში და თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც უშუალოდ საარჩევნო აპარატების გამოყენების, ისე საქართველოში საპილოტე რეჟიმში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შესახებ.
როგორ წარიმართება ეს პროცესი და ასევე როგორ ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
სტუმარი: გიორგი შარაბიძე - ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე;