მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

5bed8a20c3d97
ანუკა ჯოხაძე
15.11.18 19:00
10255
2019 წლის 1 იანვრიდან იმ პირებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ბიზნეს საქმიანობას ელექტრონული დოკუმენტაციით ეწვიან ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენება სავალდებულო ხდება. კერძოდ, თუკი, მსგავსი ვალდებულება პირველი ივლისიდან მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე ვრცელდებოდა, მომავალი წლიდან ის სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება, რომლებიც საქმიანობაში ელექტრონულ დოკუმენტაციას იყენებენ.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება ზრდის დოკუმენტის საანდოობას, დაცულობას და ხარისხს.

ასე მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისთვის ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერის ან კვალიფიციური ელქტრონული შტამპის დასმა სავალდებულო იქნება. ფიზიკური პირებისთვის სავალდებულო ხდება ელექტრონული ხელმოწერის გაკეთება, ხოლო იურიდიული პირებისთვის კი ელექტრონული შტამპის გამოყენება. მოქალაქეებს და ორგანიზაციებს ელექტრონული სერვისით დამოწმებული დოკუმენტის ჩამოტვირთვა SDA.GOV.GE-დან და მიმღებთან გადაგზავნა დამატებითი დამოწმების გარეშე შეეძლებათ, ადმინისტრაციულ ორგანოებს კი ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმის უფლება არ აქვთ.

კვალიფიციური ელქტრონული შტამპის შესაქმნელად სერვისების განვითარების სააგენტო სპეციალურ ბარათებს გასცემს, ხოლო ელექტრონული ხელმოწერა მხოლოდ ID ბარათის მეშვეობით ხდება. ორივე შემთხვევაში ბარათიც და პირადობის მოწმობაც სპეციალურ მოწყობილობაში თავსდება, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ხელმოწერის და შტამპის დატანას.

როგორც სახელმწიგო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ელექტრონული შტამპისა და ელექტრონული ხელმოწერის მიღების მსურველებმა უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვთარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებს, სადაც ამ მომსხურების ღირებულება 250 ლარი იქნება, ხოლო ამ შტამპის გამოყენებას ისინი 2 წლისა და 6 თვის განმავლოაბაში შეძლებენ.