მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა - eCommerce360

BM.GE
21.11.22 00:37
520
რამდენიმე დღის წინ ქართულმა IT-კომპანია ლემონდუმ ელექტრონული კომერციის უახლესი პლატფორმა, eCommerce360 წარმოადგინა. ეს არის პლატფორმა, რომელიც ონლაინ მაღაზიას, მობილურ აპლიკაციებს, უნივერსალურ ონლაინ გადახდებს და სწრაფი საკურიერო მიწოდების სერვისს აერთიანებს. სრულად ფარავს იკომერსის ბიზნესს პროცესებს: გაყიდვიდან დაწყებული მომხმარებლამდე მიტანით დასრულებული და სახელიც შესაბამისად აქვს შერჩეული “eCommerce 360“. ძალიან მნიშნელოვანია, რომ პროდუქტის შემუშავებაში Lemondo-ს პარტნიორები არიან გადახდების სფეროში - საერთაშორისო ფინტექ სტარტაპი და ამავე დროს ქართული PAYZE, ხოლო მიწოდების ნაწილში - QuickShipper კურიერების სამართავი სტარტაპი ჯერ ქართული პროდუქტი, მაგრამ უკვე 500 Global-ის ქართულ აქსელერატორში მოხვდა და სწრაფი ტემპებით ემზადება პროდუქტის, ერთდროულად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დანერგვისთვის.

სტუმარი: ლევან კილაძე - Lemondo, თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები