მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში 2019 წელს შევა

5c0fc27f8f2bb
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.18 09:30
963
ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მომავალი წლის დასაწყისში შევა.

ამის შესახებ bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ყუბუსიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, პროექტი Usaid-ის G4G-ის ფარგლებში მომზადდა და უკვე დაწყებულია კერძო სექტორთან პროექტის განხილვა და რეკომენდაციების მიღება.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას.

ელექტრონული კომერციის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ ინტერნეტ სერვის პროვაიდერები, რადგან კანონპროექტით, ავტორის მიმართვის საფუძველზე არალეგალური კონტენტის ინტერნეტ სივრციდან ჩახსნა, უშუალოდ სერვის პროვაიდერს შეეძლება, ამასთან უფლების მფლობელს მისი საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვავში შეეძლება დავა სასამართლოში უშუალოდ სერვის პროვაიდერთან დაიწყოს და კანონით გათვალისწინებული ჯარიმების სწორედ მას დაეკისროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები