მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ელექტრონული რეცეპტები ხარისხის კონტროლის ძალიან მძლავრი მექანიზმია"

5c3df5bbea296
ელენე გოგბერაშვილი
15.01.19 19:50
1033
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სავალდებულო გახდება.

„თვისობრივად, ის გვაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას. ქაღალდის მატარებლების სრული კონტროლი თითქმის შეუძლებელია. 14 მილიონ ექიმთან ვიზიტი არის საქართველოში წელიწადში და ელექტრონული ჯანდაცვა საშუალებას გვაძლევს, რომ სწორი კლასიფიკაცია და ნორმიდან გადახრები რაიმე პარამეტრის გვაჩვენოს და ხარისხის კონტროლის ძალიან მძლავრი მექანიზმია“, - განმარტავს მინისტრი.

მისი თქმით, სავალდებულო ელექტრონული რეცეპტების სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში და ქუთაისში მოქმედებს.

„დიდ ქალაქებში იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს გარკვეულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს, აღჭურვილობას და კომუნიკაციას, რომელიც ჯერჯერობით ყველა რაიონში არ არის, მაგრამ წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით გახდება სავალდებულო“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები