მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროსიგარეტების სითხეებზე აქციზი გახუთმაგდა

644109665795f
BM.GE
20.04.23 13:53
1913
ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა შედეგადაც, ელექტროსიგარეტების სითხეებზე აქციზის გადასახადი გახუთმაგდა. აქამდე ერთი მილილიტრი სითხე 20 თეთრით იბეგრებოდა. ახალი ტარიფით გადასახადი 1 ლარით განისაზღვრა. კოდექსში შესული ცვლილებები 18 აპრილიდან ამოქმედდა.

“გაიზარდა სეს ესნ-ის 3824 90 980 01 (მოქმედი სასაქონლო კოდი - 3824 99 960 01) სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის) აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში, რომელიც საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს ეხება. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში მათ 3.9 მილიონი ინდივიდუალური აქციზური მარკა გასცეს ელექტროსიგარეტების სითხეებზე. 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი გაცემული აქციზების რაოდენობა 480 ათას შეადგენს.

თამბაქოს სექტორი ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. 2022 წლის განმავლობაში ჩვეულებრივ სიგარეტებზე 329 მილიონი ინდივიდუალური აქციზური მარკა გაიცა, ხოლო ბიუჯეტის შემოსავალმა 942 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები