მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროსკუტერების კომპანია “ქიქი” დაიხურა - დამფუძნებელი ინვესტორს ეძებს

629f51c591815
ლიკა გურაბანიძე
07.06.22 22:22
3186
2021 წლის ზამთარში ელექტროსკუტერების რეალიზატორმა ქართულმა კომპანია “ქიქიმ” ბაზარზე ოპერირება შეწყვიტა. როგორც მისი დამფუძნებელი ნიკო პაპაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, პანდემიამ ბიზნესი სრულად დააზარალა და ახლა ის ინვესტორს ეძებს, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ჯერ ინვესტორი არ ჩანს.

“გასულ წელს ინვესტორებთან მოლაპარაკება გვქონდა, თუმცა უშედეგოდ. ახლა ინვესტორის გამოჩენის მოლოდინში ვართ. ისინი საქართველოში შემოსვლას ეკონომიკური არასტაბილურობის გამო ამ ეტაპზე ვერ რისკავენ. ელექტროსკუტერებს კი შეკეთება უნდა, რაც დროის გასვლასთან ერთად უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის ძველდება.

ახლა ზაფხულის სეზონის გამო ელექტროსკუტერების გასაშვებად იდეალური დროა, თუმცა რადგან ბოლო ორ წელში სექტორში კონკურენცია გაიზარდა, ჩვენი პარკიც რაოდენობრივად უნდა გაიზარდოს, რისი ფულადი სახსრებიც მე და ჩემს ბიზნესპარტნიორს არ გვაქვს. ეს კი ბაზარზე დაბრუნებაში ხელს გვიშლის, ამ ეტაპზე კომპანიის ბალანსზე ჯამში 300 ელექტროსკუტერია.” - განაცხადა BMG-სთან ნიკო პაპაშვილმა.

პაპაშვილის თქმით, როგორი ფორმით მოხდება ინვესტორსა და კომპანიას შორის ურთიერთობა, ეს ორ მხარეს შორის შეთანხმებით გადაწყდება. 

კომპანია “ქიქი” ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები