ელექტროსკუტერებზე მოთხოვნა ტურისტული სეზონის დადგომის პარარელურად როგორც თბილისში, ასევე ზღვისპირა ქალაქებში იზრდება. ბოლო 5 წელია რაც ეს ბიზნესი საქართველოს ბაზარზე საკმაოდ წარმატებულად ვითარდება და ახალი მოთამაშეებიც შემოდიან. თუმცა მათ პრობლემების დაძლევაც უხდებათ. მაგალითად, ზოგიერთ კომპანიას ელექტროსკუტერების შესაძენად საჭირო ნედლეული 30-40%-ით გაუძვირდა, თუმცა კომპანიაში ფასს ჯერ არ ზრდიან, რადგან მომხმარებლების შენარჩუნება მაღალი კონკურენციის პირობებში მათთვის მნიშვნელოვანია.