მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eli Lilly ახალი წამლების შესაქმნელად AI-ს გამოიყენებს

eli

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Eli Lilly-მ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მედიკამენტების შემუშავების მიზნით, კომპანია Insilico Medicine-თან 2.75 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ხელშეკრულების თანახმად, ჰონგ-კონგში ბაზირებული Insilico Medicine საწყის ეტაპზე 115 მილიონ დოლარს მიიღებს. დანარჩენი თანხა სხვადასხვა კვლევითი, მარეგულირებელი და კომერციული ეტაპების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეტაპობრივად გაიცემა. როგორც ცნობილია, ორივე მხარე რამდენიმე თერაპიულ სფეროში ახალი პრეპარატების აღმოჩენაზე ერთობლივად იმუშავებს და ამ პროცესში საკვანძო როლი AI-ს ექნება.

Insilico Medicine-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათმა პლატფორმამ უკვე 28-მდე პრეპარატის იდენტიფიცირება რეკორდულ დროში შეძლო, რადგან ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით კვლევების დროს საგრძნობლად ამცირებს.

Eli Lilly-ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს თანამშრომლობა რთული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს, განსაკუთრებით AI-ის განვითარების ფონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები