ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტი Eli Lilly სტარტაპ Verve-ს 1 მილიარდ 300 მილიონ დოლარად ყიდულობს.
თავად ეს კომპანია კარდიოვასკულარული დაავადებების სამკურნალო პრეპარატს ქმნის, რომელიც კლინიკური გამოცდების ფაზაშია და ახლოსაა მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაციის მიღებასთან.
სტარტაპის შესყიდვის გზით, Eli Lilly-ს პორტფელის გაფართოება და ბაზარზე ახალი პრეპარატების ჩაშვება სურს, ამის საუკეთესო საშუალება კი ისეთი კომპანიის შესყიდვაა, რომელიც ექსპერიმენტულ ფორმულაზე მუშაობს და წარმატების მიღწევასთან საკმაოდ ახლოსაა.
როგორც წესი, დიდი ზომის ფარმაკოლოგიური კომპანიები სწორედ ასეთი სტრატეგიით ვითარდებიან, რაც მათ დროის და კაპიტალის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
უშუალოდ Verve-ის ინვესტორებს რაც შეეხებათ, ამ გარიგების წყალობით ისინი თითქმის 78%-იან პრემიუმს მიიღებენ, რაც კოლოსალური ნახტომია, თუმცა ფარმაკოლოგიურ სექტორში წარმატების მიღწევის შემთხვევაში ასეთი გარიგებები საკმაოდ ხშირია და სწორედ ეს არის სტარტაპებში ინვესტირების მთელი ხიბლი.




























