მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელიავას ბაქტერიოფაგის" ბიოპრეპარატების წარმოების ნაწილი ევროპაში გადადის

ELIAVA FAGEBI

ელიავას ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების წარმოების ნაწილი ევროპაში გადადის- კომპანიაში ამ ეტაპზე კონკრეტულ ქვეყანას თუ სად მოხდება აუთსორსზე ფაგების წარმოება ამ დროისთვის ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ წარმოების გადალაგების ერთ-ერთი მიზეზი GMP სტანდარტების ამოქმედებაა. მათი თქმით, საწარმო ამ მიმართულებით წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა.

“ასეთი ტიპის საწარმოების გაკეთებას გაცილებით დიდ ინვესტიციას მოითხოვს, ვიდრე საქართველოში არსებული ფარმაცევტული ქარხნები, რომლებმაც GMP სტანდარტი დააკმაყოფილეს. აქედან გამომდინარე ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა. ამასთან, ასეთი რთული GMP ქარხნის ოპერირებისთვის საჭირო არის სხვადასხვა მომიჯნავე სფერო, პროფესიონალები, რომლებიც ამ ქარხანას ელემენტარულ ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ, რომელიც დღესაც არ არის ქვეყანაში.

თითოეული ელემენტარული სერვისისთვის ეს იქნება შედუღება თუ ელექტრო სამუშაო და ა.შ. გვიწევს, რომ კადრები ავიყვანოთ უცხოეთიდან, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და კონკურენციაზე ძალიან მოქმედებს. ვთქვათ, თუ ჩვენი კონკურენტი დარეკავს ჩეხეთში და გვერდით “ეზოდან” გამოიძახებს სპეციალისტს, რომელსაც გადაუხდის 100 ევროს, ეს ჩვენ გვიჯდება 1000 ევრო. უნდა ჩამოიყვანო, აცხოვრო, ჩამოიტანო აპარატურა. ეს როგორც საწარმოს გაკეთებას, ასევე ოპერირებას აძვირებს. სანამ ასეთი სერვისები ქვეყანაში არ არის და მარტო მწარმოებლებს სთხოვ, ისინი კონკურენტუნარიანები ნაკლებად იქნებიან”,-ამბობს "ელიავას ბაქტერიოფაგის" ბიოპრეპარატების დირექტორი ვახტანგ ფავლენიშვილი.

ელიავას ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების დირექტორი აცხადებს, რომ წარმოებამ უკვე შეძლო GDP სტანდარტებზე მოერგო არსებული საწყობი და მას უახლოეს პერიოდში სერტიფიცირებაზე განაცხადს გააკეთებენ. ვახტანგ ფავლენიშვილის თქმით, ელიავას ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების მენეჯმენტი მუშაობს საქართველოში საწარმოს შექმნაზეც.

“ჩვენ GMP სტანდარტი ჯერჯერობით არ გვაქვს, ვემზადებით ამ ეტაპზე. დავასრულეთ GDP სტანდარტების საწყობის რეკონსტრუქცია მალე შევიტანთ სერტიფიცირებაზე განაცხადს სამინისტროში. ჩვენი ახლანდელი გეგმით, წარმოების გარკვეული ნაწილი გადაგვაქვს აუთსორსინგზე ევროპაში, რომ იქ ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქცია GMP-ის ხარისხით. პარალელურად ექსპორტზე ვმუშაობთ ჩვეულებრივად და საექსპორტო პროდუქციას ვამზადებთ.”- აცხადებს "ელიავას ბაქტერიოფაგის" ბიოპრეპარატების დირექტორი ვახტანგ ფავლენიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები