ელიავას ბაზრობას გავაუქმებდი,- ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს. "საქმის კურსთან" ინტერვიუში მან რჩევები მისცა მომავალ მერს და ძირითადი პრობლემები გამოყო, რომლებიც დღეს დედაქალაქს აწუხებს.
"თბილისი არის დაბინძურებული ქალაქი. დიდუბე არის ქალაქის ცენტრში, ჩვენი ქარხნის გარშემო აკეთებენ ბეტონის ფილებს, იქვე ზელენ ცემენტს, ქუჩაში. ახლა უამრავი ადამიანი გამომეკიდება და მეტყვის, რა შენი საქმეაო, მაგრამ ელიავას ბაზრობას გავაუქმებდი.
თბილისს სჭირდება რა? მეურნე მერი და ბრენდი.
ამბობენ, რომ მას გააკონტროლებს "ქართული ოცნება" და ივანიშვილი, მაგრამ კახა კალაძე ანჩელოტიმ და ლობანოვსკიმ ვერ გააკონტროლეს. ის თავისუფალი მოთამაშეა. კახა კალაძე არის, ძლიერი სპორტსმენი. ძლიერი სპორტსმენები ცოტა შეშლილები არიან, მათი გაკონტროლება ასე იოლი არ არის. ეს არ არის ადამიანი, რომელიც კომაროვის სკოლაში სწავლობდა, აი, მათი გაკონტროლება შეიძლება",- აცხადებს ჭყონია.

























