"ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილი რეკრეაციულ სივრცედ განვითარდება, მეორე კი საქმიან ზონად" -ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცახადა.
მისი თქმით, თბილისის გენერალური გეგმა ადგენს 11 ძირითად მიმართულებას, სადაც განვითარება უნდა მოხდეს გარკვეული პირობების დაცვით, მათ შორის არის ელიავას მიმდებარე ტერიტორია, ლისის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ზღვა და ა.შ.
"ელიავას განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც ამ ტერიტორიაზე განაშენიანება უნდა მოხდეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით. საცხოვრებელ და საწარმოო ზონებს შორის გარკვეული ბუფერის შექმნით და აუცილებლად გარემოსდაცვითი, სატრანსპორტო და ურბანული საკითხების გააზრებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიების განვითარებით აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ერთი ნაწილის რეკრეაციული განვითარება, ხოლო მეორე ნაწილის საქმიანი ფუნქციით განვითარება",-აცხადებს მაია ბითაძე.

























