საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში დიდუბეში, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კუთხეში მდებარე სასაწყობე ფართი იწვის.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასაწყობე ფართში ცეცხლი სამშენებლო მასალა - საღებავებს გაუჩნდა.
„დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. ადგილზე 14 ეკიპაჟია მობილიზებული“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.