მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელის თუ არა მსოფლიოს სასურსათო კრიზისი?

BM.GE
20.05.22 16:57
575
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საუბრები გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე სულ უფრო მძაფრდება, რადგან უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზრისთვის მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების უმსხვილესი მიმწოდებლები არიან. 2021 წელს უკრაინამ ხორბლის რეკორდული მოსავალი – 33 მილიონი ტონა მიიღო, რითაც მსოფლიოში ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეშვიდე ადგილზეა. გასული წლის მონაცემებით, უკრაინა ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე იყო, ხოლო უკრაინიდან ექსპორტირებული ხორბალი მსოფლიო ბაზრის 11%-ს შეადგენდა. რაც შეეხება რუსეთს, 2021 წელს რუსეთმა 30 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, მყიდველი კი 100 სახელმწიფო იყო. რუსული მარცვლეულის ყველაზე დიდი მომხმარებელი თურქეთი, ეგვიპტე და სამხრეთ აზიის ქვეყნები არიან. 

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის 2022 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ხორბლის 2021 წლის მოსავლიდან ექსპორტისთვის ჯამურად 24 მილიონი ტონა იყო განკუთვნილი, თუმცა, უკრაინის უდიდესი პორტების – მარიუპოლისა და ოდესის ბლოკირებისა და მოგვიანებით უკრაინის მთავრობის მიერ ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების გამო, ეს რიცხვი 20 მილიონ ტონამდე შემცირდა. რა გეგმები აქვს რუსეთს? გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესახებ გაერო-ს შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ მზად არიან 25 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტისთვის და წელს სარეკორდო, 130 მლნ ტონა მოსავალს ელოდებიან. ვასილი ნებეზნაიამ სიცრუე უწოდა იმ განცხადებებს, რომელის მიხედვით რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და იქით დაადანაშაულა დასავლეთი და აღნისნა, რომ სწორედ სანქციები და დასავლეთის სტრატეგია მიიიყვანს ღარიბ ქვეყნებს შიმშილობამდე. რა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო, სად არის ამ პროცესში საქართველო?



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები