მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელიტ ელექტრონიქსის“ ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკა

64831a3398355
BM.GE
09.06.23 16:22
1203
საცალო ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი სექტორია დინამიკურ, თანამედროვე ეკონომიკაში. მომხმარებლის გამოცდილება თუ კმაყოფილება ამ ინდუსტრიის ევოლუციის ფუნდამენტური ელემენტია. მომხმარებლის განსაკუთრებული გამოცდილება ვერ იარსებებს კმაყოფილი თანამშრომლების გარეშე, რომლებიც მოტივირებულნი არიან, ყოველდღიურად აკეთონ საკუთარი საქმე. უნივერსალური ფორმულაც - „ბედნიერი თანამშრომლები ქმნიან ბედნიერ მომხმარებლებს“ - თითქოს ყველასთვის ცნობილია, თუმცა პრაქტიკაში არც ისე ხშირად გამოყენებული.

საცალო ვაჭრობის სექტორი, ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, დღეს ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ სფეროდ ითვლება. ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს ურთიერთობა როგორც B2C-ის, ასევე B2B-ის მიმართულებითაც უწევთ.

კომპანიაში დასაქმებული ადამიანები პირდაპირ კავშირში არიან კომპანიის ეფექტიანობასა და პროგრესთან. აღნიშნული ფაქტორები საკმარისია იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ საცალო ბიზნესში ძლიერი HR-დეპარტამენტის საჭიროებაზე. საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, 1996 წლიდან, უკვე 27 წელია, რაც მუდმივი ზრდისა და განვითარების პროცესშია. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით „ელიტ ელექტრონიქსი“ 23 მაღაზიასა და 700-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ხანგრძლივი ბიზნესის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საერთო მიზნების მიღწევის გზაზე, კომპანიაში კარგად ესმით თითოეული თანამშრომლის მნიშვნელობა და ღირებულება. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რომ თანამშრომლების კეთილდღეობა და ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკაა, რომელიც თავის თავში პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური ტალანტების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდა-განვითარებასა და შენარჩუნებას გულისხმობს.

ეს ის მიდგომაა, რომლითაც წლებია, კომპანია და მისი ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის დირექტორი - ირინა ხატიაშვილი ხელმძღვანელობენ.

ირინას თქმით, მისი კომპანიის მიდგომა „ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენთვის თანამშრომელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კაპიტალია. მოგეხსენებათ, რომ HR-ის როლი არსებითია ამ პროცესების სწორად მართვაში, რაც, ერთი მხრივ, განაპირობებს თანამშრომლების კმაყოფილებასა და ლოიალურობას, მეორე მხრივ კი - ორგანიზაციის წარმატებასა და ეფექტიანობას. პანდემიის გავლენით შრომის ბაზარზე გამოწვეული ცვლილებების ფონზე, ჩვენი HR-პოლიტიკის პრიორიტეტები გახდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ტალანტების მართვა, სწავლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა, ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება და ა.შ.“

- ᲘᲠᲘᲜᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚ ᲔᲤᲔᲥᲢიან ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲔᲑᲡ ᲘᲧᲔᲜᲔᲑᲗ „ᲔᲚᲘᲢ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲘᲥᲡᲨᲘ“ ᲢᲐᲚᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲡᲐᲖᲘᲓᲐᲓ?

- „ტალანტების მოზიდვისა და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან, ვმონაწილეობთ დასაქმების ფორუმებში და ვაცხადებთ სტაჟირების პროგრამებს. ვთვლით, რომ ამ გზით ვუკავშირდებით სამუშაოს მაძიებლების იმ ნაწილს, რომელთაც მართალია, ნაკლები გამოცდილება, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვთ. სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ, სწავლითა და გამოცდილების გაზიარებით გაჯერებულ გარემოს, სადაც თვითრეალიზაციის მრავალმხრივი შესაძლებლობაა. თანამშრომლების კარიერული ზრდის წარმატებულ მაგალითებს კი ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე ვაზიარებთ, რითაც სამუშაოს მაძიებლებს ვაჩვენებთ იმ რეალურ შესაძლებლობებს, რასაც მათ ჩვენი კომპანია სთავაზობს“.

- ᲙᲐᲠᲘᲔᲠᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲠᲐ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲔᲑᲘ ᲒᲐᲥᲕᲗ ᲓᲐᲜᲔᲠᲒᲘᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐᲨᲘ?

- „ელიტ ელექტრონიქსი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ განვითარებაზე. ამისთვის დანერგილი გვაქვს შიდა განვითარების პროგრამა, რომელიც სამ მნიშვნელოვან პროცესს აერთიანებს: სწავლებას, კარიერულ ზრდასა და სამუშაოს შესრულების შეფასებას. სწავლების სისტემის ფარგლებში დასაქმებულების დიდი ნაწილი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს წელიწადში ორჯერ გადის. ტრენინგების ორგანიზების პროცესში ვითვალისწინებთ როგორც კომპანიის საჭიროებას, ასევე თანამშრომლების სურვილს. კარიერული ზრდის პროგრამით თანამშრომლებს ვუზიარებთ ინფორმაციას მიმდინარე ვაკანსიებზე, ვახორციელებთ შიდა შერჩევის პროცესს, ვზრუნავთ დაწინაურებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ახალ პოზიციაზე ადაპტაციის პროცესი მარტივად და ეფექტურად წარიმართოს.

განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო გვაძლევს შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები ჩვენივე გუნდის წევრებს შორის. გვაქვს მაგალითები, სადაც რამდენიმე დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას სწორედ ის თანამშრომლები იკავებენ, რომლებმაც წლების წინ სტაჟირების პროგრამით დაიწყეს მუშაობა, მაღაზიის საწყობის თანამშრომლისა და გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე შერჩეული თანამშრომლები დღეს მაღაზიის მენეჯერები არიან. ამასთან HR-გუნდის 45% დაკომპლექტებულია შიდა განვითარების პროგრამით დაწინაურებული თანამშრომლებით. მაგალითისთვის, გაყიდვების კონსულტანტები დღეს HR-გუნდის ტექნიკური ტრენერები არიან, ქოლცენტრის ოპერატორი კი ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ქალთა გაძლიერება, კომპანიის დასაქმებულთა 55% არის ქალი, ტოპ-მენეჯმენტის 63% ქალებისგან შედგება“.

- ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲘᲡ ᲠᲐ ᲛᲔᲗᲝᲓᲝᲚᲝᲒᲘᲐᲡ ᲓᲐ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲔᲑᲡ ᲘᲧᲔᲜᲔᲑᲗ?

- „თანამშრომლების წახალისებისა და მოტივაციის ზრდის მიზნით, დავნერგეთ შეფასების ახალი, გამჭვირვალე სისტემა, რაც თანამშრომლების მიღწევების ობიექტური შეფასების, მათი აღია რებისა და დაჯილდოების შესაძლებლობას გვაძ ლევს. სწავლებასა და განვითარებაზე ორიენტირებული HR-პოლიტიკა ერთიანობაში ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ჩვენი გარემოც ამის გამოძახილია, გვჯერა, რომ ყველა ადამიანშია საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა. თანამშრომლების კმაყოფილებისა და შენარჩუნე ბისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი, კონკურენტული სამუშაო პირობების შეთავაზება. ყოველწლიურად ვიკვლევთ შრომით ბაზარს და ამის საფუძველზე ვაუმჯობესებთ ანაზღაურებისა და ბენეფიტების სისტემას“. ᲕᲘᲜ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲔᲚᲩᲔᲑᲘ? „ჩვენს ორგანიზაციაში კორპორაციულ კულტურას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგან ჯანსაღ გარემოში თანამშრომლები განსაკუთრე ბულად პროდუქტიული და შემოქმედებითები არიან. თითოეული რგოლის წევრი თანაბრად მნი შვნელოვანია და მათ საერთო მიზანი და ღირებულებები აერთიანებს; რის გამოც კულტურის ელჩად ჩვენს ორგანიზაციაში მომუშავე ნებისმიერი თანა მშრომელი მოიაზრება“.

- ᲠᲐ ᲒᲐᲜᲐᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲡ „ᲔᲚᲘᲢ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲘᲥᲨᲘ“ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲘᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲒᲣᲜᲓᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲘᲑᲣᲢᲝᲠᲘᲡ ᲠᲝᲚᲘᲡ ᲐᲦᲥᲛᲐᲡ?

- „ელიტ ელექტრონიქსის“ ორგანიზაციული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორს წარ მოადგენს თანამშრომლის ინოვაციური იდეების მხარდაჭერა. კომპანია ზრუნავს, რომ ინოვაციურო ბა გახდეს მუდმივი და არა ერთჯერადი ქმედება, რაც კომპანიის სხვადასხვა შრეზე დალექილი გამოცდილების ერთობლიობით მიიღწევა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომლების გარ კვეული ნაწილი მრავალწლიანი გამოცდილების მქონეა, თითოეული მათგანის ხედვა კომპანიის თვის შეუცვლელ აქტივს წარმოადგენს. სწორედ ამ იდეის გარშემო „ელიტ ელექტრონიქსში“ მუდმივად ყალიბდება ეჯაილური ტიპის გუნდები, რომლებიც ორგანიზაციული სტრუქტურისაგან დამოუკიდებლად მუშაობენ ახალი იდეების დასაგენერირებლად. ამ სისტემის შედეგად არაერთი ინოვაციური იდეა შექმნილა, რომელიც დღეს უკვე კომპანიის სტრუქტურისა და სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.“


- ᲠᲐ ᲠᲝᲚᲘ ᲐᲥᲕᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲔᲚᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲨᲔᲜᲔᲑᲐᲨᲘ, ᲓᲐᲪᲕᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐᲨᲘ?

- „თანამშრომელთა შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვ ნელოვან ხელსაწყოდ ვიყენებთ ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებას, რომელიც საერთო ღირე ბულებებისა და მიზნების გარშემო აერთიანებს გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ „ელიტ ელექტრო ნიქსში“ მოსმენილი და გაზიარებულია „თანამშრომლის ხმა“. სისტემატურად ჩატარებული შიდა კვლევების საფუძველზე, თანამშრომლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ღიად გამოხატონ საკუთარი მოსაზრება და იდეები, ამით კი წვლილი შეიტანონ სამუშაო პროცესის მუდმივ გაუმჯობესებასა და კომპანიის ყოველდღიურ განვითარებაში. ჩვენ ძლიერი გუნდური კულტურა გამოგვარჩევს, როგორც ორგანიზაციას, სადაც თითოეული ადა მიანი სწორად იაზრებს, თუ რა როლი აქვს მის ინდივიდუალურ ძალისხმევას საერთო მიზნის მიღწევაში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესს, ვთვლით, რომ მათთვის სამუშაო სპეციფიკის გაცნობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ფასეულობებთან ინტეგრაცია. ჩვენი ბრენდის მთავარი მიზანია სიახლის შეტანა ცხოვრებაში. ღირებულებები, რომლებიც ბრენდის გარშემო გვაერთიანებს, ჩვენი მეგზურია დიდი მიზნებისკენ და სწორედ ასე ვერთიანდებით მთა ვარი მამოძრავებელი იდეის გარშემო და მომხმა¬რებელს ვთავაზობთ ყველაფერს კომფორტული ცხოვრებისთვის. წლების განმავლობაში კომპანიის ორგანიზაციულმა კულტურამ დიდი ცვლილება განიცადა. კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს კულტურის ადაპტაციასა და მორგებაზე თანამედროვე ტენდენციებთან, რაც გამოხატულია თანამშრომლებისთვის ისეთი სამუშაო გარემოს შექმნით, სადაც დაცულია ბალან სი პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ მუდმივად ცდი ლობს თავის მომხმარებლებს სიახლეები შესთავა ზოს. ერთ-ერთ ასეთ სიახლეს წარმოადგენს 2022 წელს გახსნილი ახალი კონცეფციის მაღაზია, სადაც მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად შესაძლებლობა აქვს, წამყვანი ევროპული ბრენდების ავეჯი შეიძინოს. ინოვაციურობა და მუდმივი სწრაფვა სიახლეებისაკენ - ეს არის ის ღირებულებები, რომელთა გარშემოც „ელიტ ელექტრონიქსი“ თავის მომხმარებლებს აერთიანებს. სწორედ ეს ფასეულობები წარმოადგენს კომპანიის როგორც ბიზნეს, ასევე ადამიანური კაპიტალის მართვის მთავარ სტრატეგიას. აქედან გამომდინარე, კომპანია მუდმივად ცდილობს, შეიტანოს სიახლეები მისი თანამშრომლების განვითარებისა და კეთილ დღეობის ზრდაში.




(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები