"ელიტ ელექტრონიქსმა" გუშინ მომხმარებლებს ბათუმში რიგით მეოთხე, უახლესი კონცეფციის ფილიალი წარუდგინა. ფილიალის მთავარი უპირატესობა პროდუქციის მრავალფეროვნებაა - აქ წარმოდგენილია როგორც ელექტრო ტექნიკა, ასევე ავეჯიც. გახსნის ღონისძიებაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ელიტ ელექტრონიქსმა" აზერბაიჯანში 30-წლიანი გამოცდილების მქონე Optimal-ის ქსელი შეიძინა.