„ელიტ მოტორსმა“ და Volvo Construction Equipment-მა “ოპერატორთა კლუბის” შეჯიბრი გამართა
BM.GE
12.07.21 12:21
• 860
კომპანია „ელიტ მოტორსმა“ და Volvo Construction Equipment-მა საქართველოში “ოპერატორთა კლუბის” შეჯიბრი უკვე მეოთხედ გამართა. ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი სპეციალური დავალებებით გამოირჩეოდა, რომლებიც მძიმე ტექნიკის ოპერატორებს სპეციალურად მათთვის გამოყოფილ დროში უნდა შეესრულებინათ. გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და მათ კომპანიისგან სპეციალური საჩუქრებიც გადაეცათ.