მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელიზაბეთ რუდი: გვსურს მეტი ამერიკული კომპანია ვიხილოთ საქართველოში

5b18e67db2c69
მაია ბიწაძე
07.06.18 12:01
821
"ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ ის გახდეს ამერიკული და საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველი" - ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბოლო ვიზიტის დროს, გაიმართა ეკონომიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, ეს იყო მაღალი დონის შეხვედრა, სადაც განიხილეს თემები ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დიალოგი გაიმართა საკითხზე თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო მეტად მიმზიდველი ამერიკელი პარტნიორებისთვის.

"მრავალი ამერიკული კომპანია წარმატებულად მუშაობს საქართველოში. ამ მხრივ მსურს ავღნიშნო ანაკლიის პორტის განვითარება, ნიუჯერსიდან ,,კონტი ჯგუფი“ არის მონაწილე ამ პროექტში, სიეტლიდან კი, ვაშინგტონის შტატიტან კიდევ ერთ კომპანიას აქვს კონტეინერების პორტის ოპერირებაზე შეთანხმება, პორტის საინჟინრო, პროექტირების და დიზაინის ნაწილზე მუშაობენ ამერიკული კომპანიები" - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, სურთ იხილონ მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში, რისთვისაც აქტიურად მუშაობენ მთავრობასთან და ამერიკის სავაჭრო პალატასთან. თუმცა, კერძო სექტორის გარდა, ამერიკის მთავრობაც კვლავ განაგრძობს სხვადასხვა მიმართულების დაფინანსებას საქართველოში.

"სავაჭრო მისიებს ვაფინანსებთ, ვაგრძელებთ წვლილის შეტანას საქართველოს დასავლეთ რეგიონის განვითარებაში. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის არის ადამიანური კაპიტალი, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიური და ტექნიკური განათლება - მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, საინჟინრო საქმიანობაში და მათემატიკაში. "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ფარგლებში, ამერიკის მთავრობამ 140 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა, რომ უკეთესი შესაძლებლობები იყოს სკოლებში მოსწავლეებისთვის, რათა მიიღონ უკეთესი განათლება", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები