მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ელკანას" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 595 მიკრო-მეწარმე დაფინანსდა

5b656479a820c
მაია ბიწაძე
04.08.18 14:00
3567

,,ელკანას“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 595 მიკრო-მეწარმე დაფინანსდა, ამის შესახებ Bm.ge-ს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის ,,ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ განუცხადა. პროექტი ,,საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრომეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი ბიუჯეტი 2,500,000 აშშ დოლარი იყო.

პროექტის მიზანი: კახეთისა და იმერეთის რეგიონებში ტურიზმის სექტორის განვითარების, მოწყვლადი მოსახლეობისა და მათი ოჯახების შემოსავლების გაზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა იყო. კახეთის რეგიონში მან მოიცვა: საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი , თელავი და ახმეტა. დასავლეთ საქართველოში კი: ჭიათურა, ხარაგაული, ქუთაისი, ტყიბული, წყალტუმო და ვანი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ბაზრის კვლევა, ტრეინინგები, გაიცა გრანტები თემებისთვის და მიკრო-მეწარმეებისთვის. მიკრომეწარმეებზე გაცემული გრანტის ოდენობა მაქსიმუმ 2 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

სამიზნე ჯგუფი იყო: 18-30 წლამდე ახალგაზრდები; პენსიონერები; იძულებით გადაადგილებულ პირები; მრავალშვილიანი ოჯახები; მარტოხელა მშობლები; სოციალურად დაუცველები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ქალები.

ხუთი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 595 მეწარმე დაფინანსდა. მათ შორის:
• 287 სუვენირების წარმოება;
• 152 საოჯახო სასტუმრო;
• 60 ტურების ორგანიზება;
• 23 კაფე / სწრაფი კვების ობიექტი / საცხობი;
• 19 ფოლკლორული ჯგუფი;
• 16 მცირე ღვინის მარანი;
• 10 გიდი / ტურების დაგეგმვა;
• 38 სხვა მიმართულება.

რაც შეეხება სათემო გრანტებს, დაფინანსდა თემების მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული ინიციატივები, რომლებიც ტურიზმს უკავშირდებოდა. გრანტის მაქსიმალური მოცულობა არ აღემატებოდა 20,000 აშშ დოლარს. გრანტის მიმღებებ ორგანიზაციებს მოეთხოვებოდათ ელკანადან მოთხოვნილი თანხის 20% თანადაფინანსება. სათემო გრანტები ძირითადად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პარკების, მუზეუმების, სანაგვე ურნების, განათების სისტემების და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები