მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელოდებიან თუ არა იმპორტიორები მზესუმზირის ზეთზე ფასის შემდგომ მატებას?

BM.GE
12.04.21 09:38
502
ამჟამად ერთი ტონა მზესუმზირის ზეთის საერთაშორისო ფასი 1 653 დოლარს შეადგენს, რაც 2020 წლის სექტემბერში არსებულ ფასთან შედარებით 465 დოლარით ანუ 39%-ით მეტია, ეს გაეროს სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ფასის ზრდის მიზეზი რუსეთსა და უკრაინაში ცუდი მოსავლიანობა გახდა.

საქართველოში კი ერთი ლიტრი მზესუმზირის ზეთის საფასური 2021 წლის მარტის მდგომარეობით წლიურად 62%-ით არის გაზრდილი. ადგილობრივ ბაზარზე ზეთის ფასის ზრდაზე მსოფლიო ფასებთან ერთად, ლარის გაუფასურებაც მოქმედებს. დღეს ერთი ლიტრი მზესუმზირის ზეთის შეძენა საშუალოდ 8 ლარადაა შესაძლებელი. 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისგან 5.6 მლნ დოლარის ღირებულების 4 211 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ იანვარ-თებერვალში ზეთი იყიდა არის: რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი და იტალია.

რაც შეეხება ზეთის ადგილობრივ იმპორტიორებს, კომპანიებზე 2020 წელს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობამ დიდი გავლენა იქონია, რაც გასაყიდი ზეთის ფასის მატებაზე აისახა. ფასის მატების მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა კიდევ ბევრია.

სტუმარი: გიორგი გოგიჩაშვილი - “ვესტ ინვესტი” დირექტორის მოადგილე
 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები