თბილისის მერიამ 170 დაუსრულებელი მშენებლობა აღრიცხა, მათი მეპატრონეები მოიძია და ის პრობლემები შეისწავლა, რაც მშენებლობების დასრულებას უშლის ხელს. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ადგილი აქვს ორი კატეგორიის შეფერხებას, ფინანსურ პრობლემებს და იურიდიულ დავებს.
„ინვენტარიზაციის შემდეგი ეტაპი არის მოლაპარაკებების წარმოება. ამისთვის თვე-თვენახევარი დაგვჭირდება. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება თითოეულ მშენებლობაზე თუ რა გამოსავლის პოვნა შეიძლება და რა ვადებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ ამ მშენებლობების განახლებას ვხედავთ დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში. თუკი ჩვენ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას მოხდება იმ ობიექტების ინვენტარიზაცია, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ან გამოყენება ან ხელახალი ჩარჩოს შექმნა და მის მიხედვით ვიმოქმედებთ. ასეთი სიმახინჯეები ან მოშორდება ქალაქს ან დაკონსერვდება იმგვარად რომ ის აღარ იყოს საფრთხის შემცველი“, - განაცხადა ელოშვილმა.

























