მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელპლუსი "- 20 წელი ქართულ ბაზარზე

ელპლუსი
30.10.25 11:50
302

ელპლუსი 20 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე ამ პერიოდში კომპანიამ, ჩამოაყალიბა ბრენდი, რომელიც ბაზარზე სანდოობასთან, ხარისხთან და ინოვაციასთან ასოცირდება .

კომპანიის მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ სერვისის მიწოდება, არამედ ისეთი გადაწყვეტილებების შექმნა, რომლებიც ჰპასუხობს სამშენებლო ინდუსტრიის მოთხოვნებს — უსაფრთხოებას და თანამედროვე სტანდარტებს.

ელპლუსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საკუთარი საწარმოს ჩამოყალიბება საქართველოში — სივრცე, სადაც ადგილობრივი ინჟინერია და ევროპული სტანდარტი ერთიანდება.

„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვკონცენტრირდეთ თითოეულ დეტალზე — წარმოებიდან მონტაჟამდე და, მომხმარებელს შევთავაზოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად მორგებულია მის საჭიროებებზე, განსაკუთრებით დღეს, როცა სამშენებლო სექტორი საქართველოში დინამიკურად ვითარდება და ხარისხის სტანდარტები ყოველდღიურად იზრდება.“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი

ელპლუსის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო პარტნიორობა.

სწორედ ასეთი თანამშრომლობა აძლევს შესაძლებლობას განააახლონ ცოდნა, ტექნოლოგია და ხარისხის სტანდარტი.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია პარტნიორობა იტალიურ ბრენდ — INIM Electronics-თან, რომელიც წარმოადგენს ევროპული ინოვაციის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს.

INIM უკვე 20 წელია ქმნის უსაფრთხოების და ავტომატიზაციის სისტემებს, რომლებიც გამოიყენება 80-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთივე კონტინენტზე.

მსგავსი თანამშრომლობა ნიშნავს არა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, არამედ უსაფრთხოების ახალი კულტურის ჩამოყალიბებას ქართულ ბაზარზე, ვფიქრობ, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ადგილობრივმა წარმოებამ და საერთაშორისო გამოცდილებამ ერთად შექმნას ევროპული დონის შედეგი.

ელპლუსი ამ გზას აგრძელებს და სიამაყით თანამშრომლობს — სამშენებლო სექტორის ლიდერებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები