მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელპლუსი" საქართველოში "ბოშის" ოფიციალური პარტნიორი გახდა

კომპანია "ელპლუსი" საქართველოში ბოშის ოფიციალური პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეებმა პირველი ერთობლივი ღონისძიება გამართეს, სადაც დამსწრე საზოგადოებას ის სიახლეები გააცნეს, რომელსაც კომპანია ბოში უსაფრთხოების სფეროში ნერგავს. ღონისძიებას კომპანიის პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად, ბიზნესისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა, დეტალებს სიუჟეტიდან მოგიყვებით.