მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ელთ ბილდინგი“ VS “რამზეს იახტსი” - მოსარჩელის პოზიცია

სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგი" ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “ელთ ბილდინგსა” და “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ შორის 2022 წლის სექტემბერში ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებმა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა კომპანია “ელთ ბილდინგის” მიმართ იახტის ჩამოყვანის ვალდებულება აიღეს. მათი თქმით, იახტის ჩამოსაყვანად “ელთ ბილდინგმა კომპანიის ანგარიშზე 416 000 ევრო ჩარიცხა. ხელშეკრულების თანახმად, იახტის ჩამოყვანის ვადა გასული წლის აგვისტო განისაზღვრა, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ვალდებულება არ შესრულდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. საქმე 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ჩიკვაიძე ბრალდებებს არ ეთანხმება და საქმეს ბიზნესის ჩამორთმევის მცდელობას უწოდეს.

სტუმრები: ელგუჯა თურმანიძე - “ელთ ბილდინგის” დამფუძნებელი;

ვიტალი ხალვაში - “ელთ ბილდინგის“ იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები