კომპანია „ელთ ბილდინგი“ აჭარის შემდეგ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე შემოვიდა. კომპანია თბილისში მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ამას გარდა, წლის ბოლოს ელთ ბილდინგმა ექსკლუზიური პარტნიორობა დაიწყო Barceló Hotel Group-თან. კომპანია ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში 7 მიმდინარე პროექტი აქვს.
სტუმარი: ვალერი გურგენიძე - “Elt building” კომერციული დირექტორი