მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელთიბი“ თბილისში ავეჯის მასალების ახალ საწარმოს ხსნის

63f33bdc7977e
სალომე ხიდურელი
21.02.23 09:00
1234
ავეჯის მასალებისა და აქსესუარების კომპანია „ელთიბი“ სულ მალე ახალ საწარმოს გახსნის. კომპანიის სამომავლო გეგმებზე მისი მარკეტინგის მენეჯერი მარიამ აბდუშელიშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრობს.

„ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ კომპანია „ელთიბი“ მუდმივად მზარდია და ვითარდება. ხშირად გვაქვს პროდუქციის ასორტიმენტში სიახლეები, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა ისაა, რომ ავჭალაში საწარმოს ვხსნით. უკვე დასრულების ეტაპზე ვართ და სულ მალე მზად იქნება. საწარმოში „ელთიბი პალიტრას“ შოურუმიც განთავსდება.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ელექტრონული კომერციის მიმართულებით და სულ მალე ჩვენს მომხმარებელს ინტერნეტით, ვებ-გვერდის საშუალებით შეეძლება პროდუქციის არჩევა და შეძენა. საიტზე განთავსდება „ელთიბის“ სტანდარტ თუ პრემიუმ კლასის ბრენდების სრული კოლექციები. ვფიქრობთ, ვებგვერდი მომხმარებელთან კომუნიკაციას უფრო კომფორტულს გახდის“, - ამბობს მარიამ აბდუშელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ელთიბი“ 2004 წელს დაარსდა და მომხმარებელს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების, საკარკასე და საფასადე მასალების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები