მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ელტონ ჯონის კონცერტზე SOLO მომხმარებლებისთვის გამოყოფილი ყველა ბილეთი გაყიდულია"

594ff22c8ae24
BM.GE
25.06.17 21:21
2465
"საქართველოს ბანკის" SOLO ბრიტანელი მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"SOLO მომხმარებლებისთვის გამოყოფილი ყველა კატეგორიის ბილეთი ამ ეტაპზე უკვე გაყიდულია, რის გამოც პრისეილის ეტაპი დასრულდა და ხვალ SOLO ლაუნჯებში აღარ გაიყიდება.

ბილეთების გაყიდვა განახლდება 29 ივნისს 09:00 საათზე. გამომდინარე იქედან, რომ ბილეთების რაოდენობა კიდევ უფრო ცოტაა და მოთხოვნა ძალიან დიდი, თითოეულ მსურველს მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

დიდი მადლობა ამხელა ინტერესისთვის, შევხვდებით Black Sea Arena-ზე",- ნათქვამია განცხადებაში.

ელტონ ჯონი საქართველოში 16 სექტემბერს ჩაატარებს კონცერტს. ელტონ ჯონის კონცერტს საქართველოში ორგანიზებას უწევს „საქართველოს ბანკის" პერსონალური მომსახურების ჯგუფი Solo და ქართული პრომოუტერული კომპანია Easter Promoution. Solo-ს კლიენტებისთვის ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთები 25 ივნისიდან იყიდება, მათი ღირებულება 90 ლარიდან იწყება. დანარჩენი მსურველებისთვის ბილეთები 29 ივნისიდან გაიყიდება და მათი ფასი 150 ლარიდან დაიწყება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები