მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Elvare -ს სოლარ კაბელს საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა - რა გეგმები აქვს კომპანიას?

კაბელი

ქართულმა ბრენდმა, Elvare -ს სოლარ კაბელს საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა და ტექნოლოგიებში გლობალური აღიარება მიიღო.

Elvare -ს სოლარ კაბელს უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებში TUV NORD -ის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა. რომელიც საერთაშორისო სერტიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციაა მსოფლიოში.

„ენ ერ ჯი“ ჰოლდინგის მმართველი დირექტორი და „ელვარეს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ელიზბარ ლომინაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო სერტიფიკატი დასტურია იმისა, რომ მათ მიერ წარმოებული კაბელი, უმაღლესი ხარისხისაა და ყველა სტანდარტს შეესაბამება.

ბრენდი, ქართულ ბაზარზე 1000 ვოლტამდე ელექტრო კაბელს აწარმოებს. თუმცა, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ კაბელების წარმოებით. კომპანიას სრული ელექტრო გადაწყვეტილებები სამონტაჟო მიმართულებით აქვს. კერძოდ, ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას ეს იქნება ბინების მშენებლობა, სასტუმროების მშენებლობა, სკოლები და ა.შ, ელექტროენერგიის სრულ პროდუქციის სპექტრს და ასევე, ჯამურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

„ელვარეს“ განვითარების მენეჯერის ინფორმაციით, სერტიფიცირებამდე კომპანიამ საერთაშორისო კომპანიის მიერ 7 თვიანი მონიტორინგი გაიარა და დადებითი შეფასება მიიღო.

მისივე განმარტებით, სერტიფიცირების მიღება და ხარისხის აღიარება, გარდა სოლარ კაბელებისა, კომპანიის მიერ წარმოებულ სხვა პროდუქტებსაც გზას უხსნის საერთაშორისო ბაზრებზე.

„ამ მიმართულებით, ეს არის ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატი. ჩვენი ნაწარმოები კაბელი არის უმაღლესი ხარისხის და ყველა სტანდარტს შეესაბამება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატი ამ მიმართულებით და ჩვენ მიერ ნაწარმოები კაბელი სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში ნაწარმოებ კაბელის ხარისხს უტოლდება. სერტიფიკატი არის სხვადასხვა ბაზრებზე ერთგვარი გზის გამხსნელი. მათ შორის, ევროპის და აფრიკის კონტინენტზე. ეს ნიშნავს, რომ ხარისხის მიმართულებით არანაირი კითხვა აღარ არსებობს. სერტიფიცირებამდე, კაბელმა 7 თვის მანძილზე სხვადასხვა ტესტირება გაიარა. ეს უკვე არის იმის დამადასტურებელი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენი კაბელი იქნება უმაღლესი სტანდარტის.

საწარმოო პროცესები სრულად შესაბამისია საერთაშორისო „იეკის“ სტანდარტების მიმართულებით და ამასთანავე, ISO სერტიფიკატიც გვაქვს აღებული, რომელიც სერვისის მართვის დამადასტურებელია. ახლა დავიწყეთ ექსპორტის წილის ზრდაზე მუშაობა.

ბოლო დროს, პოპულარულია მწვანე მიმართულება ენერგეტიკაში. ერთ-ერთი წამყვანი როლი სოლარ პანელების ინდუსტრიას უჭირავს, რომლის მთავარი კომპონენტი არის კაბელი. მნიშვნელოვანია, რომ ეს კაბელი იყოს მაღალი ხარისხის და გამძლე, რადგან მრავალი წელი შეიძლება იყოს მიწის ქვეშ ჩაფლული ან მზის დასხივების ქვეშ. შესაბამისად, ამ კაბელმა უნდა უზრუნველყოს პროექტების წარმატებული განხორციელება“,- აცხადებს ლომინაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიისთვის საშუალო ვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი იმპორტის მინიმუმამდე დაყვანა იგეგმება, ხოლო გრძელ ვადიან პერსპექტივაში, „ელვარე“ გეგმავს, რომ ექსპორტის მიმართულებით გააქტიურდეს და წარმოების 70% ექსპორტზე გაყიდოს.

„რამდენიმე წელია ექსპორტი რეგიონის ქვეყნებში გაგვაქვს და წელს, უკვე ნიმუშები ევროპაში, რამდენიმე ქვეყანაში გავაგზავნეთ, რომ მათი წარმომადგენლები ჩამოსულიყვნენ. შემოწმდა ჩვენი წარმოების ხარისხი, პროცესები, გავიარეთ მათი აუდიტი და მომავალი წლიდან, იგეგმება საკმაოდ დიდი რაოდენობის ევროპის ბაზარზე გატანა“,- განაცხადა ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები