ელექტრობატარეებს, რომლებზეც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ერთი დიდი პრობლემა ახასიათებს - სპონტანური აალება. ელექტრობატარეების სპონტანურ აალებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ყველაზე ხშირი - ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც ელექტრობატარეების ბლოკში მაშინ იწყება, როცა რომელიმე უჯრედი ზედმეტად გადახურდება და ფეთქდება. ამ დროს დიდი წნევა და სითბო გამოიყოფა, რის გამოც შემდეგი უჯრედიც ფეთქდება, რაც, თავის მხრივ, პროცესს ჯაჭვურად აგრძელებს. პრობლემა ჯერჯერობით მოგვარებული არ არის და მასზე ზრუნვა ქართულმა კომპანიამ რამდენიმე წელია დაიწყო.
საუბარია ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია, Elven Technologies-ზე, რომელსაც ქართული საზოგადოება, უმეტესწილად, მეხანძრეებისა და კასკადიორებისთვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე კოსტიუმებით იცნობს. თუმცა კომპანიამ უკვე გადაინაცვლა ესტონეთის ბაზარზე, ამჟამად ამ ქვეყანაში არიან ბაზირებულები და განვითარების ძალიან კარგი გეგმები აქვთ, თუმცა არამარტო გეგმები, რეალური შედეგებიც...
სტუმარი: ვამეხ ხერხეულიძე - Elven Technologies-ის დამფუძნებელი;