"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ინფორმაციით, ტყიბულში, ძიძიგურის და მინდელის შახტებში სამი მეშახტე მოიწამლა.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 მარტს, ქალაქ ტყიბულში, ძიძიგურის და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში, იქ დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოწამვლის გამო სამი მეშახტე ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩვენი ორგანიზაციები მთავრობისგან მოითხოვენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფამდე ტყიბულის შახტების დახურვას და სამუშაოების განახლებამდე მეშახტეებისთვის ხელფასების სრულად ანაზღაურებას“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.