მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის 4000-ლარიან გრანტებზე განაცხადების მიღება დაიწყო

611d231571ac3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.21 19:10
13657
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. შესაბამისად შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აღნიშნავს, გრანტის მაქსიმაური მოცულობა 4 ათასი ლარია.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 10 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართევზე იწარმოებს: 
ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
ქ. გორი, სამების ქ. N1;
ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები