მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევაა - ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

"ქართული ოცნების" მიერ ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა არის მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა", - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს.

"ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს ყველაფერს ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ერთი ადამიანი - ყველაფერს, რაც ძვირფასია, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა! ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ადეკვატური პასუხი „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე.

ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია! ემიგრაციაში მყოფ ქართველებში არის უდიდესი ძალა. თქვენი ბრძოლა ჩანს და ივანიშვილს თქვენი ეშინია - ეშინია არჩევნებში თქვენი მონაწილეობის. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ - ემიგრანტიც და საქართველოში მცხოვრებიც. ბრძოლა იქნება ბოლომდე - ყველა სამართლებრივი გზით!" - წერს ხაზარაძე.

დღეს, 17 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ემიგრანტებს საზღვარგარეთიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. დაგეგმილი ცვლილებებით, რომლებიც „საარჩევნო კოდექსში“ შევა, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები