მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემიგრანტებს ელექტრონული სისტემების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ - ბუჩუკური

63171d8bec9e8
თელარა გელანტია
06.09.22 14:15
886
"ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელექტრონული სისტემების გამოყენებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენ ქვეყანას არჩენენ. ჯერ კიდევ წინა წლის მონაცემებით, ემიგრანტებისგან ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტი მოდიოდა - 6 მილიარდ ლარზე მეტია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები.

შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელია ამ ადამიანებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამის მისაღწევად ჩვენ ყველა პოლიტიკურ ტრიბუნას გამოვიყენებთ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები