2025 წელს საქართველოდან 114 374 ადამიანი წავიდა - უმრავლესობა ახალგაზრდა. ეს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც ემიგრანტების ნახევარზე მეტი 51,4% საქართველოს მოქალაქეა, რაც 58 799 ადამიანს შეადგენს. წასულთა 59,6% კაცია, ხოლო 40,4% შესაბამისად ქალი.
მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანას ძირითადად ახალგაზრდები ტოვებენ: ყოველი მეოთხე ემიგრანტი, ანუ 27,8%, 20-იდან 29 წლამდე ასაკისაა. 2015 წელთან შედარებით, ემიგრაციაში წასულთა რიცხვი 19,2%-ით არის გაზრდილი, თუმცა პიკურ, 2023 წელთან შედარებით, როცა ქვეყანა 245 064-მა ადამიანმა დატოვა, მაჩვენებელი 53,3%-ით შემცირდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს რიცხვები მოიცავს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. შესაბამისად, ყველა ემიგრანტის რაოდენობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის იმავე პროპორციით ზრდას. ამა მონაცემების მიხედვით საანგარიშო პერიოდში, ანუ 2025 წელს ქვეყანაში 131 501 კაცი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრაციული სალდო დადებითია და პლიუს 17 127-ს შეადგენს. შემოსულთა რაოდენობა გასულებზე 15%-ით მეტია.
საქსტატში განმარტავენ, რომ ბოლო ორ წელში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო აქვს. მაგ. 2025 წელს 3 274 მოქალაქით მეტი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა. ემიგრანტთა რიცხვი თუ 114 000-ია, იმიგრანტთა რაოდენობა 131 000-ს აღწევდა. თუმც ა აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ ამ 131 501 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 65 436 იყო.
მოქალაქეობის მიხედვით სხვა ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:რუსეთი 23 574, ჩინეთი 1746, უკრაინა 6858, ინდოეთი 4594, აშშ 1635 და ირანი 839 ემიგრაციის მზარდი მაჩვენებლების ფონზე საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2025 წელს დაიბადა 37 867 ადამიანი და გარდაიცვალა 44 319 ადამიანი, შესაბამისად უარყოფითი სალდო 6 452 იყო.
ზუსტი კვლევები იმას რა არის ემიგრაციის მიზეზი სამწუხაროდ საქართველოში არ ტარდება, მთავრობაში კი ფიქრობენ, რომ ამის ახსნა არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფონი, არამედ „ეკონომიკური გრავიტაციის კანონს“ უკავშირდება რომლის მიხედვითაც მოსახლეობის გადაადგილებაზე უმთავრეს გავლენას "ეკონომიკური ფაქტორები და განვითარების დონე ახდენს".
რა გავლენას ახდენს ტვინების გადინება ქვეყანაზე იმ ფონზე, როცა რიცხვებში საქართველოს ეკონომიკა ზრდას აჩვენებს?
სტუმარი: ნიკა ალავიძე - ფინანსისტი; ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე






























