კომპანია ‘Emirates Airline’-მა ახალი, პირველი კლასის, თვითმფრინავი წარადგინა, რომელშიც ფანჯრებზე ციფრული ეკრანებია განთავსებული.
BBC-ის ინფორმაციით, დამონაჟებულ ეკრანებზე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ დაინახონ გარე ხედი, რომელსაც ოპტიკური კამერა იღებს.
ავიაკომპანიის პრეზიდენტის სერ ტიმ კლარკის თქმით, გამოსახულების ხარისხი საკმაოდ მაღალია, იმაზე უკეთესი ვიდრე რეალური ხედი, ასევე გაუმჯობესებულია თვითმფრინავის შიდა განათებაც. მნიშნვნელოვანია ისიც, რომ თვითმფრინავი დაფრინავს ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად, უფრო დიდ სიმაღლეზე და ხარჯავს ნაკლებ საწვავს.
ვირტუალური ილუმინატორის ხილვა ჯერჯერობით მხოლოდ Emirates Airline-ის უახლეს ბოინგ 777-300ER-ზეა შესაძლებელი.

























