მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Emirates: იძულებული ვართ თანამშრომლების 15% გავათავისუფლოთ

5f0c666951f69
ნათია თაქთაქიშვილი
13.07.20 21:00
1003
ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანია Emirates-ი სამუშაო ადგილებს კორონავირუსის პანდემიის გამო, 9 000-ით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ავიაკომპანიას პანდემიამდე 60 000-მდე თანამშრომელი ჰყავდა, მაგრამ ცოტა ხნით ადრე პერსონალის მეათედი უკვე დაითხოვა.

„ამჟამად იძულებული ვართ თანამშრომლების დამატებით 15% გავათავისუფლოთ სამსახურიდან“, – განაცხადა Emirates-ის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა.

IATA-ს ვარაუდით, წელს ავიაინდუსტრია $84 მლრდ-ზე მეტს დაკარგავს. ამასთან, აღნიშნულ სექტორში სამუშაო ადგილები დაახლოებით 1 მილიონით შემცირდება. თანამშრომელთა შემცირების შესახებ განაცხადა United Airlines-მაც. კომპანიაში ამბობენ, რომ შესაძლებელია თანამშრომელთა რიცხვი მიმდინარე წელს 36 000-ით შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები