გორში კომერციული უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ,,ემპი დეველოპმენტმა“ საქართველოს მასშტაბით რიგით მე-13 მოლი საზეიმოდ გახსნა.
შიდა ქართლის რეგიონში მრავალფუნქციური ობიექტი, პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრია, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს აითვისოს რეგიონის შესაძლებლობები და უკვე გორშიც წარმოადგინოს თავისი ბრენდები.