მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ემტექნიკსი"-მთავრობას: ვითხოვთ, მაქსიმალურად მალე მოგვცეთ მუშაობის უფლება

5e8713f031cc2
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 11:28
2223
ჩვენ ვითხოვთ პროდუქციის ონლაინ გაყიდვისა და მიწოდების უფლების, აგრეთვე ჩვენი ავტორიზირებული სერვის ცენტრის მუშაობის აღდგენას უფლებას, - განცხადებას ამის შესახებ საქართველოში ბრენდ „მიდეას“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია „ემტექნიკსის“ გენერალური დირექტორი ირინა გრძელიძე აკეთებს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას “ემტექნიკსის“ ხელმძღვანელი განმარტავს, კომპანია დილერების საშუალებით ახდენს პროდუქციის რეალიზაციას. მათ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შეძლეს მუშაობის დისტანციურ მოდელზე გადართვა და ამის შემდეგ პროდუქტზე მოთხოვნა უშუალოდ მათ საკომუნიკაციო არხებზეც გაჩნდა.

„12 წელია, რაც კომპანია ბრენდ „მიდეას“ ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. "მიდეას" საყოფაცხოვრებო ტექნიკის საბითუმო ვაჭრობა გვაქვს მიმართულება ფრენჩაიზ მაღაზიებთან, აგერთვე სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებთან თამაშრომბლობით. დაახლოებით 60-მდე დილერი გვყავს საქართველოში, მათ შორის საცალო ქსელები და ამასთან სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ.

კორონავირუსის გამო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა, რომელსაც უწევს არსებული ვითარებაში ბევრ პრობლემასთან გამკლავება, რადგან მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი მოსახლეობა ფატალური შედეგებისგან.

მოცემულ პირობებში, გარკვეული შეზღუდვების დაწესება ორგანიზაციებისთვის ძალიან დიდ დარტყმას წარმოადგენს არა მხოლოდ ტურიზმის სექტორისთვის, არამედ ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც უშუალოდ ვაჭრობის სფეროსთან არის დაკავშირებული. ჩვენი იურისტი ამ საკითხებზე მუშაობს. კომპანიებმა, რომლებიც ამ მიმართულებით ვოპერირებთ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ გაყიდვისა და მიწოდების სერვისის აღდგენის მოთხოვნით ბიზნესომბუდსმენს მივმართეთ”, - განაცხადა ირინა გრძელიძემ.

„ემტექნიკსის“ გენერალურმა დირექტორმა დისტანციური რეჟიმის პირობებში მათი მუშაობის თავისებურებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანიაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია სრულდება.

„ძალიან რთული იყო ასე უცებ ადაპტირება და დისტანციურ მუშაობაზე გადართვა. ჩვენმა კომპანიამ ყველა თანამშრომელი ტრანსპორტით, საწვავის ხარჯით უზრუნველყო, თანამშრომლებს ანაზღაურება არ შეცვლიათ;  ვინაიდან საკვების მიწოდება შესაძლებელია მისამართზე, რეალურად ტექნიკის მიწოდება არაფრით განსხვავდება, მით უმეტეს ჩვენ შემთხვევაში თანხების გადმორიცხვა ინტერნეტ ბანკით ხდება და ადგილზე შეხებაც კი არ აქვს არანაირი მომხმარებელს ტექნიკოსთან. თუ ტექნიკურ მომსახურებაზეა საუბარი ჩვენ წინასწარი შეთანხმებისას სატელეფონო საუბრისას რეკომენდაციას გავცემთ, რომ მონტაჟის დროს არ უნდა იმყოფებოდეს მომხმარებელი ოთახში და 2 საათის განმავლობაში ფანჯრები უნდა დატოვოს ღია. ჩვენ ჩვენს თანამშრომლებსაც ვუფრთხილდებით.

მინდა აღvნიშნო, რომ ჩვენი კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს; ჩვენი თანამშრომლები აბსოლუტურად დაცულები მიდიან მისამართზე, აღჭურვილები არიან დამცავი სათვალეებით, პირბადეებით, ბახილებითა და ხელთათმანებით. ჩვენ ვმოქმედებთ სიფრთხილით, იმიტომ რომ ჯარიმის საკითხის გარდა კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი უპირატესია. ვფიქრობ, თუ ორგანიზაციას აქვს თანამშრომლების კონტროლისა და შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა, უნდა დაერთოს მუშაობის უფლება. მით უფრო მაშინ, როდესაც მომხმარებლის აქვთ სხვადასხვა ნივთების საჭიროება ოჯახში. მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრია“, - ამბობს „მიდეას“ ოფიციალური იმპორტიორი კომპანიის გენერალური მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, კომპანიაში, დაახლოებით, 60-70 ადამიანია დასაქმებული და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არცერთი თანამშრომელი გაუშვიათ სამსახურიდან და ხელფასებიც სრულად დაერიცხათ.

ირინა გრძელიძის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა დისტანციური გაყიდვებისა და მიწოდების სერვისის აღდგენაა.

„ჩვენ ვითხოვთ მაქსიმალურად მალე მოგვეცეს მუშაობის უფლება. ჩვენ გვესმის, რომ მთავრობა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. დღევანდელ პირობებში, რაც შეგვიძლია, ეს არის ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოვახდინოთ დისტანციური მიწოდება, რომ ჩვენმა და ყველა იმ ორგანიზაციამ ვინც ჩვენს სფეროშია მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი თავის გადარჩენა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან სავაჭრო ბრუნვა და შესაბამისად, ფულადი სახსრებიც შემცირებულია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმპორტირებული პროდუქციის დღგ-ის გადავადება“, - უთხრა BM.GE-ის ირინა გრძელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები