მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემუქრება თუ არა კერძო ბაღებს დახურვა?

BM.GE
20.10.21 12:43
366
არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ თბილისის კერძო და საჯარო ბაღები. რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე 15-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა. რა ვითარებაა ამ მხრივ კერძო საბავშვო ბაღებში და ემუქრებათ თუ არა მათ დახურვა?

სტუმარი: პავლე კალიაშვილი - “კერძო ბაღების ასოციაცია” დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები