მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პროექტს მთავრობისგან? -რა თქმა უნდა, კი"

5d3890dd10c7c
BM.GE
24.07.19 21:50
1077

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო განვითარებული მოვლენები ანაკლიის პროექტზე აისახება და მას სერიოზულ დარტყმას აყენებს.

 „პროცესები, რომელიც ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ მიმდინარეობს პროკურატურის მიერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ, არ შეიძლება ეს გამიჯნო და თქვა, რომ ამას ანაკლიის პროექტთან მიმართებაში შედეგი არ მოჰყვება, ეს არის არასწორი.

ისინი არიან მთავარი სპონსორები ამ პროექტის და შესაბამისად, როდესაც მთავარ სპონსორებს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებენ, თან უსაფუძვლო ბრალდებებს, აბსოლუტურად უსაფუძვლო თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს პროექტს. იყენებს თუ არა მთავრობა პროკურატურას თავისი მიზნების მისაღწევად, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პროექტს ასეთი ქმედებების შედეგად მთავრობისგან? რა თქმა უნდა კი“ - განაცხადა ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები